пятница, 19 марта 2010 г.

პროექტი

1. პ რ ო ე ქ ტ ი ს  ს ა ხ ე ლ ი: რაც მამებს უშენებიათ შვილებს დაგვინგრევია.

2. პ რ ო ე ქ ტ ი ს   მ ო კ ლ ე   ა ღ წ ე რ ა: სკოლაში  არ არის კლუბი , რაც პრობლემას უქმნის მოსწავლეებს მოაწყონ სხვადასხვა მიმართულების განმავითარებელი პროექტები.

4.პ რ ო ე ქ ტ ი ს   ს რ უ ლ ი   ა ღ წ ე რ ა: დანგრეული და გაჩანაგებულია სკოლისა და სოფლის კლუბი, რომელიც ძალიან სჭირდება მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების, ლიტერატურული საღამოების ჩასატარებლად. ღონისძიების ჩატარება გვიხდება საკლასო ოთახებში. გარემო ხელს უშლის  მუშაობაში, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს დასახული მიზნის მიღწევაში.

5. მ ო ნ ა წ ი ლ ე თ ა   ა ს ა კ ი: 14–15 წელი.

6. დ რ ო ი ს   ხ ა ნ გ რ ძ ლ ი ვ ო ბ ა: 20–25 დღე. 

7. პ რ ო ე ქ ტ ი ს   შ ე ს ა ძ ლ ო    ა ქ  ტ ი ვ ო ბ ე ბ ი: 1. მონიტორინგი კლუბის ისტორიის შესახებ.  2. დიალოგები შესაბამის პიროვნებებთან. 3. ტექნიკურად აღიჭურვონ შესაბამისი ინფორმაციის მოსაპოვებლად. 4. შესაბამისად უზრუნველყონ შეხცედრებისა და დებატების ფორმა და დრო. 5. მოიპოვებენ ინფორმაციას კლუბის ისტორიის შესახებ,დაასუფთავებენ კლუბთან მიმავალ ქუჩას. გამართავენ კლუბს.

7. მოსალოდნელი  შედეგები: პირველი ჯგუფი _ მოიპოვებს ინფორმაციას კლუბის შექმნის დღიდან–დღემდე. რა დანიშნულება ჰქონდა კლუბს მოზარდთა განვითარებაში. რა თვალსაჩინო და წარმატებული ღონისძიება და ლიტერატურული საღამოები გამართულა ამ კლუბში ამას ყველაფერს აღწერს კულტურის სახლის მუშაკებთან, სკოლის დირექტორთან საუბარში მოიპოვებენ ვიდეო და ფოტო მასალას.

მეორე ჯგუფი _ იმუშავებს თანატოლებთან,მოსწავლეებთან თემაზე; რაც მამებს უშენებიათ , შვილებს დაგვინგრევია. რაუნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაკეთებულს მოვუფრთხილდეთ. გავუფრთხილდეთ ყველაფერს რაც ჩვენს სოფელს ამშვენებს და ალამაზებს.

მესამე ჯგუფი _ ადგილზე აწარმოებს მონიტორინგს.დავასუფთაოთ ნაგავ საყრელად ქცეული მთავარი ქუჩა, რომელსაც სოფლის კლუბამდე მივყავართ და  შევიხედოთ სოფლის კლუბშიც. მოვაწყოთ შაბათობა.

8. სარგებელი სხვებისათვის: რაც გაკეთდება მთელი სოფლის მოსახლეობის სარგებელია.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. კავშირი საგნებთან: შრომა, ქართული, ისტორია.

11. პროექტის ფასილიტატორი: მაკა ანდღულაძე;

12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: makaandguladze@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий